პეტერ მადიარი ჯეი დი ვენსის ვიზიტზე - უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს - უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება

უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.

პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება - ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!“, - წერს მადიარი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს უნგრეთს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა