თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება გრიგოლ ლილუაშვილი.

სხდომა ამ წუთებში გახსნილ რეჟიმში ტარდება, თუმცა, პროკურატურა მისი დახურვის შუამდგომლობას დააყენებს, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმება.

ასევე, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე, გადაისინჯება ლილუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასართლოს.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა