ლევან მაჭავარიანი - მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება - მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება

მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება - მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განმტკიცების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტია.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ალიევს შეხვედრები ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტთან, ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ყველასთან ცალ-ცალკე გაიარა ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება. მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს.

რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას და როლს, ეს პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის უფრო განსხვავებულ ხარისხშია, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება. მნიშვნელობა არა აქვს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნებოდა შემოსული, შემოვიდა და კონკრეტულ თანამდებობას იკავებდა თუ არა. ხვალ რომ პოლიტიკიდან გავიდეს, მაინც მისი როლი და მისი პასუხისმგებლობა არის სხვა ხარისხში. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განმტკიცების, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, თუ პერსონებამდე დავალთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ალიევი ივანიშვილს თბილისის ბიზნესცენტრში შეხვდა. გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერიდან ჩანს, რომ ალიევის ბიზნესცენტრში სტუმრობისას იმყოფებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე. ამასთან, ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე წარუდგინა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა