ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა

ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან უშა ვენსთან ერთად ბუდაპეშტში ჩაფრინდა.

ჯეი დი ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დახვდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება. ასევე, ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნების წინ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა