იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტზე იმსჯელებს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოსთვის“ კანონის პროექტზე იმსჯელებს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულია, პირს უკან უნდა დაუბრუნდეს და კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის სახელდაუდებლად ჩაითვალოს.

„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 8 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

ინიციატორების განმარტებით, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მაღალი ინფლაციითა და უმუშევრობით გამოიხატება, ადმინისტრაციულ სანქციებსა და საურავებს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაუძლეველ ბარიერად აქცევს. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შეფასებით, ხშირად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174¹ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმების მოცულობა საშუალო სტატისტიკური ოჯახის თვიურ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად სცილდება, რაც მოქალაქეებს უკიდურეს სიღარიბეში აგდებს.

„ამასთანავე, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მსგავსი ჰუმანური ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონსოლიდაციას. საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ჯარიმების გაუქმება განმუხტავს საზოგადოებაში არსებულ უსამართლობის განცდას“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა