ლანა გალდავა - აშშ-სთან შეუძლებელია სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა თუ არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები - ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენა შეუძლებელია, თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პროცესის წარმატება სრულად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, რადგან „ბურთი მათ მოედანზეა“.

გალდავას თქმით, აუცილებელია დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება, დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, „პოლიტპატიმრების გათავისუფლება“ და „რეპრესიული კანონების“ გაუქმება.

„რაც შეეხება ურთიერთობის გადატვირთვას და სუფთა ფურცლიდან დაწყებას, როგორც ამას „ქართული ოცნების“ სპიკერები ამბობენ, შეუძლებელია სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა თუ არა გადაიდგმება რეალური ნაბიჯები. რეალური ნაბიჯების გადადგმის საშუალება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს, რადგან ბურთი მათ მოედანზეა. თუ ისინი არ შეასრულებენ იმ პირობებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისთვის, რაც აუცილებელია დეპოლარიზაციის მიმართულებით, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, ძალიან ბევრი რამ არის შესასრულებელი, მათი მხრიდან პოლიტიკური ნებაა გამოსავალი იმისათვის, რომ ეს ნაბიჯები გადადგან. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, ისე ამერიკის შეერთებული შტატები სუფთა ფურცლიდან სტრატეგიულ პარტნიორობას „ქართულ ოცნებასთან“ არ დაიწყებს. თუ გადადგამენ ნაბიჯებს, ამ შემთხვევაში ისევ დაიწყება სტრატეგიული პარტნიორობის ხელახლა ათვლა.

ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიული პროცესები და სიმშვიდე“,- განაცხადა გალდავამ.

გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე, რომ ანაკლიის პორტს დაერქვას ტრამპის სახელი და გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის.

გალდავა აცხადებს, რომ არ არის დაკავებული სხვა პოლიტიკური ძალების კრიტიკით და მზად არის განიხილოს მხოლოდ ის ინიციატივები, რომლებიც ქვეყნისთვის უკეთეს გეგმებს წარმოადგენს.

„უფრო და უფრო იმატებს ინტერესი შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ, ანაკლიაა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი. ეს არის ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ამერიკული ინვესტიციებით უნდა განხორციელდეს. ამასთან, აუცილებელია ამ პროექტის ყველა ხელშეკრულება საჯარო იყოს.

სანამ იუმორისტულ გამოხმაურებებს გადავხედავთ, ვნახოთ ამ გამოხმაურებების ავტორების მიერ გამოთქმული ხედვები და გაწერილი გეგმები, უკეთესი გეგმები შემოგვთავაზონ და განვიხილავთ. „ლელო-ძლიერი საქართველო“ არცერთი მიმართულებით სხვების გეგმების ანალიზებით არ არის დაკავებული“,- განაცხადა გალდავამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა