ლევან ცუცქირიძე - როგორც ჩანს, ალიევის ვიზიტში უფრო მეტად იყო ივანიშვილის ფაქტორი, ის ხვდება მათ, ვისთანაც პირადი ქონებრივი ინტერესია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სხვა საკითხებიც განხილულიყო, რეგიონი დრამატული ცვლილებების წინაშეა - "ოცნებას" მოუწევს არჩევანის გაკეთება

რაც შეეხება ილჰამ ალიევის ვიზიტს, ივანიშვილი ხვდება მათ, ვისთანაც მისი პირადი ქონებრივი ინტერესია, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილისა და ალიევის შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც ყოფილიყო განხილული, როგორიცაა რეგიონში მიმდინარე „დრამატული ცვლილებები“.

„როგორც ჩანს, აქ უფრო მეტად იყო ივანიშვილის ფაქტორიც და ინტერესიც, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განხილულიყო. მოგეხსენებათ, მთელი რეგიონი დრამატული ცვლილებების წინაშეა.

ჩვენი რეგიონი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამო, რუსეთის ინტერესების შევიწროების გამო, ასევე, იმის გამო, რაც ირანში ხდება. ამიტომაც არჩევანი გვექნება გასაკეთებელი, სად დგას საქართველო დიდ პროექტებში, დიდ გეოპოლიტიკურ გადაწყობაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ძალიან სწრაფი განვითარების ამბავი იყოს”, - აცხადებს ცუცქირიძე.

ამასთან, ცუცქირიძის თქმით, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებისა, რეგიონში ამერიკული და დასავლურ ინტერესების ზრდის პირობებში „ქართულ ოცნებას“ მოუწევს არჩევანის გაკეთება.

„აქ არის კერძო, კორუმპირებული, ფინანსური ინტერესები, რომლის დაკმაყოფილებასაც ცდილობენ, მაგრამ ამერიკული და დასავლური ინტერესების ზრდა „ოცნებას“ დილემის წინაშე დააყენებს, მას მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუმცა აქამდე სწორი არჩევანი არ გაუკეთებია“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტსაც გამოეხმაურა, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ.

ცუცქირიძის თქმით, თუ ჩამოვა რაიმე სახის დელეგაცია, რომელიც საქართველოში სიტუაციას დააკვირდება და შეისწავლის, ის ამას მიესალმები.

„ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არ იქნება, რომც იყოს, საინტერესოა. ჩვენც შევხვდებით ამ დელეგაციას. თუ ჩამოვა რაიმე სახის დელეგაცია, რომელიც აქ სიტუაციას დააკვირდება და შეისწავლის, მე ამას მივესალმები. მე მგონი, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენც გავუზიარებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა