თეთრი სახლი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე -  ეს არის შეერთებული შტატების გამარჯვება

ეს არის შეერთებული შტატების გამარჯვება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენმა წარმოუდგენელმა სამხედროებმა გახადეს შესაძლებელი, - ასე ეხმაურება თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებიდანვე, პრეზიდენტმა ტრამპმა შეაფასა, რომ ეს ოპერაცია 4-6 კვირას გაგრძელდებოდა. ჩვენი მეომრების წარმოუდგენელი შესაძლებლობების წყალობით, ჩვენ 38 დღეში მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს ძირითად სამხედრო მიზნებს“, - წერს თეთრი სახლის პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამერიკელი სამხედროების წარმატებამ მაქსიმალური ბერკეტი შექმნა, რამაც პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს საშუალება მისცა, ჩართულიყვნენ რთულ მოლაპარაკებებში, რამაც ახლა დიპლომატიური გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის შესაძლებლობა შექმნა.

„გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელახლა გახსნა ჰორმუზის სრუტე. არასოდეს შეაფასოთ არასათანადოდ პრეზიდენტ ტრამპის უნარი, წარმატებით წინ წაწიოს ამერიკის ინტერესები და მიაღწიოს მშვიდობას“, - წერს კაროლინ ლევიტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა