პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური კავშირი ჰქონდათ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, საკუთარი კრიმინალური გავლენის, მატერიალური სარგებლის მიღების, ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მხარეებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველებმა 44 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებული ქალის მიმართ კი, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა