კაია კალასი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები გადაუჭრელი რჩება - ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ირანის შეთანხმება კვირების განმავლობაში მიმდინარე ესკალაციის შემდეგ უკიდურესი ზღვარიდან უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეთანხმება ქმნის საჭირო შანსს, რათა შემცირდეს საფრთხეები, შეჩერდეს რაკეტები, განახლდეს ნაოსნობა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ვესაუბრე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მადლობა გადავუხადე მას ამ საწყისი შეთანხმების უზრუნველყოფისთვის. შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ“, - წერს კალასი.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

„ვიწვევ მათ დელეგაციებს ისლამაბადში პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს, ყველა დავის მოსაგვარებლად საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შემდგომი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება“, - აღნიშნა პაკისტანის პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა