ესპანეთის საგარეო მინისტრი აშშ-ირანის შეთანხმებაზე - ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ არა საბოლოო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მხოლოდ ორი კვირით მოქმედებს და ჯერ ნაადრევია იმის დადგენა, ნამდვილად დასრულდა თუ არა ომი.

მისი თქმით, მსოფლიო კატასტროფასთან ძალიან ახლოს მივიდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანული ცივილიზაციის განადგურებით დაიმუქრა.

„როდესაც სამხედრო ზესახელმწიფოს ლიდერი ასე იმუქრება, მე ამ მუქარას სერიოზულად აღვიქვამ. ვსაუბრობთ კაცობრიობისთვის წარმოუდგენელ რამეზე, რაც წარმოუდგენელ ესკალაციას გამოიწვევდა“ - აღნიშნა ალბარესმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას“ იმედისა და სიხარულის დღე“ მოაქვს, ის მხოლოდ ორ კვირას გრძელდება, მხარეებს შორის კი დიდი განსხვავებებია.

„ეს მხოლოდ ორი კვირაა, არც ისე დიდი დრო და ორივე მხარე ერთმანეთისგან შორს არის. ჯერ კიდევ შორს ვართ იმის მიღწევისგან, რაც გვინდა. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ არა საბოლოო“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა