ანტონიო კოშტა - აშშ-სა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მივესალმები

აშშ-სა და ირანის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მივესალმები, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით შეთანხმების პირობები დაიცვან. ევროკავშირი მზად არის მიმდინარე ძალისხმევას მხარი დაუჭიროს და რეგიონში პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში რჩება“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობისთვის პაკისტანსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა სხვა მხარეს მადლობას უხდის.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა