ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ იტალიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანოდ’ანტუონო. ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მასიმილიანოდ’ანტუონომ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატის როლზე სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფის პროცესში.

თავის მხრივ, ირაკლი ყანდაშვილმა ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და რომის ადვოკატთა ასოციაციებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები ორი ქვეყნის პროფესიულ გაერთიანებებს შორის პროფესიული ღონისძიებებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა