ემანუელ მაკრონი - ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს

ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საკითხებში მრჩევლებთან და კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამჟამად, დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული და საფრანგეთის ხელმძღვანელობით გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს, რათა მიმოსვლის აღდგენის მიზნით ეს თავდაცვითი მისია ირანთან კოორდინაციით განხორციელდეს“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ლიბანში ვითარება კვლავ კრიტიკულია.

„ჩვენი სურვილია, დავრწმუნდეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც სრულად მოიცავს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა