მთაწმინდის რაიონის გამგეობა - ვასო აბაშიძის ქუჩაზე ჩამონგრეული სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული, შესაბამისად, გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა თბილისში, ვასო აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გამგეობის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

რაც შეეხება შენობაში მცხოვრებლებს, როგორც მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებაში განმარტავს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად გაიყვანეს და სასტუმროში დააბინავეს.

„მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღიობებს შორის არსებული კედელი.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გამოწვეულია კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის მზიდი კედელი.

აღნიშნული ფართის მესაკუთრემ მიმდინარე წლის 3 აპრილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა ფართის გამიჯვნის შესახებ განცხადებით, თუმცა სამუშაოები დაიწყო განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლი არ იყო შეფასებული როგორც ავარიული. შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში მოსახლეობის მხრიდან მომართვა არ ფიქსირდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შენობაში მცხოვრები 12 ოჯახი გუშინვე დროულად იქნა გაყვანილი შენობიდან და დაბინავებული სასტუმროში. მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა.

დღეს დილით, საცხოვრებელი სახლის გარე კედელი ჩამოიშალა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება როგორც პასუხისმგებელი პირის მიმართ სამართალწარმოებაზე, ისე შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის შესახებ“, - ნათქვამია განცახდებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა