პედრო სანჩესი - ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით თუ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას იწვევს, თუმცა, ეს წამიერი შვება ვერ დაგვავიწყებს ქაოსს, ნგრევას და დაკარგულ სიცოცხლეებს

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია - განსაკუთრებით თუ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას იწვევს. თუმცა, ეს წამიერი შვება ვერ დაგვავიწყებს ქაოსს, ნგრევას და დაკარგული სიცოცხლეების რაოდენობას, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ესპანეთის მთავრობა ტაშს ვერ დაუკრავს მათ, ვინც მსოფლიოს ცეცხლი წაუკიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა სათლით ხელში გამოჩნდნენ. ახლა საჭიროა დიპლომატია, საერთაშორისო კანონიერება და მშვიდობა“, - წერს სანჩესი.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა