ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს ქმნის - უკრაინაც კვლავ ეუბნება რუსეთს, რომ თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ, მზად ვართ, ეს ჩვენც გავაკეთოთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ცეცხლის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ომის დასრულების შესაძლებლობას ქმნის. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის დასრულებას, ელექტროსადგურებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნორმალურ მუშაობს და შესაბამისად, დროისა და პირობების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს. უკრაინა ყოველთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის ევროპაში ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში. უკრაინა კვლავ ეუბნება რუსეთს, რომ თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ, მზად ვართ, ეს ჩვენც გავაკეთოთ. ყველასთვის ნათელია, რომ ცეცხლის შეწყვეტას შეთანხმებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნა შეუძლია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების პროცესში ბევრი ქვეყანა იყო ჩართული და მნიშვნელოვანია, რომ „აშშ-მა ეს დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა“.

„ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ქვეყნებს ადამიანების სიცოცხლის დაცვაში ეხმარებოდა. უკრაინელი ექსპერტები რეგიონში მუშაობას გააგრძელებენ. რეგიონში არსებულ ვითარებას გლობალური შედეგები აქვს. ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებული ნებისმიერი საფრთხე ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ გამოწვევებს ზრდის. ასევე, მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის დაცვა და ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე გადაწყვეტას გლობალური მნიშვნელობა აქვს. სწორი შედეგის მისაღწევად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და კოორდინირებული მოქმედებაა აუცილებელი“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა