მიხეილ სააკაშვილი - ზურაბ ადეიშვილი უკრაინის „ინტერპოლის“ ხელმძღვანელად  დაინიშნა, გოგა ცხაკაია - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად - მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცნობით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის „ინტერპოლის“ ხელმძღვანელად დაინიშნა.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მისი თანამებრძოლი, გოგა ცხაკაია ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად დაინიშნა.

„ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის „ინტერპოლის“ ხელმძღვანელად.

მანამდე, ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებზე.

ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე - უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.

ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.

ასევე, წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც 5 წელი იყო ჩემი თანაშემწე კიევში და ოდესაში.

მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა