თურქეთში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 10 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ისრაელის საკონსულოსთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 10 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი დაჭრილი თავდამსხმელია, ხოლო რვა ადამიანი თურქეთის პოლიციამ სტამბოლსა და ქოჯაელის პროვინციაში ჩატარებული საგამოძიებო ოპერაციების შედეგად დააკავა.

შეგახსენებთ, გუშინ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან ახლოს სამმა თავდამსხმელმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ერთი თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუსახელებია.

თურქული მედია წერს, რომ დაღუპულ თავდამსხმელს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ფინანსურ ქსელებთან ჰქონდა კავშირი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა