ჯეი დი ვენსი - ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა მყიფე ზავია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა „მყიფე ზავია“ და ირანში არიან ადამიანები, რომლებიც შეთანხმებასთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ.

„ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. პრეზიდენტმა მითხრა და მომლაპარაკებელთა მთელ გუნდს - სახელმწიფო მდივანს, სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს - უთხრა: წადით და კეთილი ნებით იმუშავეთ შეთანხმების მისაღწევად. თუ ირანელები კეთილი ნებით მზად არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა; თუ ისინი აპირებენ ტყუილს, თუ ისინი აპირებენ მოტყუებას, თუ ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ ჩვენ მიერ დამყარებულ მყიფე ზავს, მაშინ ისინი არ იქნებიან ბედნიერები“, - აღნიშნა ვენსმა, რომელიც უნგრეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა