აბანოთუბანში მცხოვრებლები, რომლებსაც, მათივე განცხადებით, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენების მიზეზით ქონება ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოართვან, საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ

თბილისში, აბანოთუბანში მცხოვრებლები, რომლებსაც, მათივე განცხადებით, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის” აშენების მიზეზით ქონებას ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოართვან, საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში 5 ოჯახზეა საუბარი, სინამდვილეში კი ქონების ჩამორთმევა 10 ოჯახს ეხება.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ხელოვნებათმცოდნე მაია იზორიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ათი ოჯახი კატეგორიულ უარს აცხადებს დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი. მისი თქმით, უბანი, სადაც ცხოვრობენ, კულტურული მემკვიდრეობისაა.

მაია იზორიას განმარტებით, ადგილობრივები საკუთარი საცხოვრებლის დასაცავად დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.

„ეს ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დრამატული თეატრისთვის გადაეცათ ძველი აბანოს ისტორიული ნაგებობა, ეს არის 2023 წელი, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი. ამის შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ გიგანტური მშენებლობისთვის საკმარისი არ იყო აბანოს ტერიტორია, მოიცვა გვერდზე სახლები და საბოლოოდ 2025 წელს, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს, დადგინდა, რომ არც ის შენობა არ ჰყოფნიდათ და ამოვიდნენ ზედა ტერასებზე. დაახლოებით „პანორამა თბილისის“ მსგავსი მშენებლობა იგეგმება. ეს იქნება ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც იქნება, როგორც დრამატული, ასევე საბავშვო თეატრიც. ამბობენ, ეს იქნება საგანმანათლებლო-კულტურული კერა.

10 ოჯახი უარს ვაცხადებთ (საცხოვრებლიდან გასვლაზე). ადამიანები არ გადიან თავიანთი სახლებიდან. ჩვენ აქედან არ გვინდა გასვლა. სამი ოჯახი კი პრინციპულად არ გავდივართ, არანაირი თანხა არ გვაინტერესებს. დანარჩენმა შვიდმა ოჯახმა თანხა დაასახელა (გასახლების სანაცვლოდ), მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ გამოდის, რომ ათივე ოჯახი ვრჩებით“, - აცხადებს მაია იზორია.

შეგახსენებთ, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის“ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა.

ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა