სოფიო ხორგუანი არჩილ გორდულაძეს - თქვენი ტონი დიდაქტიკურია - კი არ უნდა გმობდეთ, უნდა აკეთებდეთ იმას, რომ სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას ასრულებდეს, როცა არც ერთ მოძალადეს, სახელმწიფოს სახელით მოქმედს, პასუხი არ უგია

ვის ვის და ძალიან გთხოვთ, რატი იონათამიშვილს ამნისტიის შესახებ ნუ შეეცდებით ინფორმაცია მიაწოდოთ, იმდენი კანონპროექტი აქვს პირადად შემუშავებული სხვა ადამიანებთან ერთად, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს სოფიო ხორგუანს, რომელიც წარადგენს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ხორგუანს სიტყვა გააწყვეტინა და რეგლამენტის დაცვა სთხოვა, რაც ხორგუანმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს დიდაქტიკური ტონი აქვს და ცდილობს მას ასწავლოს ამნისტიის მნიშვნელობა.

„თქვენ თვლით, რომ მარტო თქვენ გაქვთ უფლება, მე მასწავლოთ, რას ნიშნავს ამნისტია ან შეწყალება. თქვენი ტონი დიდაქტიკურია და გინდათ აქ თავის მართლების რეჟიმში ვიყო. დაგმობა თქვენგან არ არის საკმარისი, თქვენ კი არ უნდა გმობდეთ, უნდა აკეთებდეთ იმას, რომ სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას ასრულებდეს ნებისმიერი მოქალაქის წინაშე თანასწორად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ არც ერთ მოძალადეს, სახელმწიფოს სახელით მოქმედს, არ უგია პასუხი,“ -მიმართა სოფიო ხორგუანმა არჩილ გორდულაძეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კამათის ფონზე მიმდინარეობს ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა