კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილეს

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, მათი მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

„ტელეიმედის“ შემთხვევაში 4 დარღვევა გამოიკვეთა - გადაცემის წამყვანები ახალ ამბებს აშუქებდნენ პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე.

„პოსტვ“- ის შემთხვევაში გამოვლინდა 7 დარღვევა, რაც საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევას მოიცავდა.

18 დარღვევა გამოუვლინდა „ტელეკომპანია პირველს“, სადაც გამოიკვეთა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების/კორესპონდენტების მხრიდან ახალი ამბების პირადი მოსაზრებების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქების, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის (ცალმხრივად გაშუქების) და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები.

„ფორმულას“ შემთხვევაში კი, დარღვევის 20 ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების/დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედდა. 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავდა, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედის“, „პოსტვ“-ის, „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა“,-აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა