RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებულმა საბურავების გადამმუშავებელმა კომპანია RECSOL-მა 2026 წლის Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო დაჯილდოებაზე „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა საწარმომ, რომელმაც ფუნქციონირება მიმდინარე წლის შემოდგომიდან უნდა დაიწყოს, საერთაშორისო აღიარების მოპოვება ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე შეძლო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.

შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ჯილდო არის აღიარება ჩვენი ძალისხმევის, შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად ემსახურება როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას. RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს. ჩვენ არა მხოლოდ აღმოვფხვრით მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საფრთხეს საბურავების ბუნებაში დაგროვებასთან დაკავშირებით, არამედ ვქმნით ცირკულარულ მოდელს, სადაც ნარჩენი გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. Altaris-ის ჟიურიმ RECSOL-ს ჯილდო სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიანიჭა. ეს არის „თეგეტა ჰოლდინგის“ მდგრადობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“.

საქართველოში გამოყენებული საბურავები მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. ყოველწლიურად, ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით ტონა ნარჩენი საბურავი გროვდება. ეს ნარჩენები ქიმიური დაშლის შედეგად ნიადაგსა და წყალს აბინძურებს, ხანძრის მაღალ რისკს ქმნის და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. მართალია, ამ გამოწვევებზე საუბარი საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ცირკულარული ეკონომიკა აქამდე მხოლოდ თეორიული კონცეფცია იყო. RECSOL-მა კი ეს ყველაფერი რეალობად აქცია - საწარმოს ამოქმედების შედეგად ნარჩენი საბურავები, ბუნებაში მოხვედრის ნაცვლად, კვლავ წარმოებას დაუბრუნდება.

„RECSOL დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს, ანუ სრულად უპასუხებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ჩვენ ყოველწლიურად 15-20 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას ვგეგმავთ. ეს მოცულობა კი საკმარისია საქართველოში წარმოქმნილი საბურავის ნარჩენის სრულად ასათვისებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ნარჩენები აღარ დაგროვდება და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული მასალა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოიყენება. მათ შორის, ხელს შეუწყობს გზების დაგებისას რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენებას, რაც უფრო გამძლე ტექნოლოგიაა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა.

საბურავების გადამმუშავებელი თანამედროვე საწარმოს შექმნით ჩვენ ვცვლით რეალობას და ვაძლიერებთ ცირკულარული ეკონომიკის ინფრასტრუქტურას საქართველოში. ეს პროექტი ქმნის სისტემას, რომელიც შესაძლოა, გავრცელდეს სხვა ნარჩენების ნაკადებზეც და გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის. გვსურს, დავამტკიცოთ, რომ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა შესაძლებელია არა მხოლოდ დიდ ქვეყნებში, არამედ ჩვენს რეალობაშიც - საჭიროა მხოლოდ ხედვა, ინვესტიცია და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ნება. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მდგრადობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის გრძელვადიანი ვალდებულებაა, რომელიც ემსახურება როგორც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე მის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნავს შალვა ახვლედიანი.

Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო აღიარებს ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ, გაზომვად და გრძელვადიან შედეგებს აღწევენ მდგრადობის მიმართულებით. 2026 წლის დაჯილდოებაზე განსაკუთრებული აქცენტი სწორედ იმ პროექტებზე გაკეთდა, რომლებითაც სისტემური ცვლილებები ხორციელდება. RECSOL კი სწორედ ასეთი ცვლილებების ნათელი მაგალითია.

--

თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა