სოფიო ხორგუანი უმრავლესობის დეპუტატებს - აქციის მონაწილეებზე ძალადობის არცერთი ფაქტი არ არის გამოძიებული - თქვენ ხართ მოძალადეების ხელშემწყობი მანამ, სანამ მხოლოდ გმობთ და არაფერს აკეთებთ, რომ სიმართლე დადგინდეს

ძალადობაზე საუბრისას დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო - როდესაც სახელმწიფო ძალადობდა, როდესაც სახელმწიფო პროტესტის მონაწილეებს იტაცებდა, მიკროავტობუსებში ასისხლიანებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ძარცვავდა. ამის არაერთი კონკრეტული ფაქტია და არც ერთი ეს ფაქტი გამოძიებული არ არის! - ასე მიმართა ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა “ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც მისგან ითხოვდნენ შეეფასებინა, იყო თუ არა საპროტესტო აქციები ძალადობრივი.

“სამწუხაროდ, ბევრი წლის წინ, როდესაც მე სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, ასეთი შემთხვევები ხდებოდა. ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი წლის შემდეგ ასეთ ფაქტებზე და თემებზე კიდევ მომიწევდა საუბარი.

თქვენ ხართ მოძალადეების ხელშემწყობები მანამ, სანამ მხოლოდ გმობთ და არ უწყობთ ხელს იმას, რომ სიმართლე დადგინდეს“, - მიმართა ხორგუანმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცხარე კამათის ფონზე წარიმართა ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღება ძალადობრივ აქციებს წაახალისებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა