„საქართველოს ბანკის“ პარტნიორმა კომპანია „აგროტექნომ“ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა

„საქართველოს ბანკის“ პარტნიორი კომპანია „აგროტექნო“ ბიზნესის განვითარებას აგრძელებს და ქართულ ბაზარზე ტრაქტორების ახალი ბრენდი Weitai შემოიყვანა. კომპანიის მიზანია, ქართველ ფერმერებს მათ საჭიროებებზე მორგებული, მძლავრი, სანდო და კომფორტული ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.

ახალი ბრენდი Weitai ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რომელსაც ტრაქტორების წარმოებაში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და პროდუქციის ექსპორტს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და შუა აზიაში ახორციელებს.

აგროტექნო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია საქართველოში ყველაზე გაყიდვადი ტრაქტორების ბრენდებს - YTO-, Solis-სა და ახლა უკვე Weitai- წარმოადგენს.

„ბრენდის შერჩევას წინ უძღოდა ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების დეტალური კვლევა და ანალიზი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტექნიკა ქართული აგრო სექტორის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო, როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ისე ფასისა და სერვისის მხრივ. სწორედ ამ კრიტერიუმებს პასუხობს Weitai. კომპანიასთან რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შევქმენით ახალი კონფიგურაცია, რათა მომხმარებლებს არ მოუწიოთ ხარისხსა და ფასს შორის კომპრომისის გაკეთება. ის ქართველ ფერმერებს ეფექტიან, სანდო და პრაქტიკულ გადაწყვეტას სთავაზობს. გვიხარია, რომ ბაზრის უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია და ინტერესი მაღალია. სამომავლოდ საქართველოში რეგიონული ქსელის განვითარებას, პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდას და მომხმარებლებისთვის ახალი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაპირებთ. საქართველოს ბანკი მრავალი წელია ჩვენი სანდო პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, მათ შორის გავხდით Solis-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ბაზარზე ინოვაციური ბრენდი - ID David შემოვიყვანეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ, ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერების მიმართულებით, კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა მანუჩარ ჩიტაიშვილმა, აგროტექნოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ბიზნესების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. აგროტექნოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. Weitai-ის შემოსვლა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკაზე უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა. კომპანია სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და წარმომადგენლობების გახსნას სომხეთსა და აზერბაიჯანში გეგმავს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი ვაგრძელებთ პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა