თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიას - თქვენი პროექტით „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას - ეს იმ კამპანიიდანაა, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა, მისი სროლის რომანტიზებას

ქალბატონ სოფიო ხორგუანს ჰქონდა ჩემდა გასაკვირად რეპლიკა, რომ შინაარსს არ შევეხოთ, შინაარსზე არ ვისაუბროთო და შინაარსში ჩვენ ვგულისხმობთ 174-ე პრიმა მუხლს, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც გამოტანილი გაქვთ განსახილველად. მგონი, სწორედ შინაარსზე უნდა ვისაუბროთ იმიტომ, რომ აქ არის მთელი რიგი დეტალები, რამაც ძალიან ბევრ კითხვას შეიძლება გასცეს პასუხი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თქვენ რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მიმართ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, გახარიას პარტიის წევრების მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ განხილვისას.

ჭეიშვილის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოსთვის" მიერ შემოთავაზებული ამნისტია, "შეკრება-მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-11 მუხლში არსებულ აკრძალვას შეეხება, ხოლო, სოფიო ხორგუანი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ეს ნორმა არავითარ ძალადობრივ კონტექსტს არ მოიცავს.

როგორც მან აღნიშნა, ხორგუანი შინაარსს მიზანმიმართულად გაურბის.

"ჩემი კითხვა ძალიან კონკრეტულია. როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ ამ მუხლს საერთო არაფერი აქვს ძალადობრივ კონტექსტთან და ძალადობრივი შინაარსის აქციასთან, შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 მუხლში, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტში, არის თუ არა იმაზე საუბარი, რომ აკრძალულია, შეკრება-მანიფესტაციაზე მონაწილე პირი მივიდეს ცეცხლსასროლი იარაღით, ადვილად აალებადი ნივთიერებით, პიროტექნიკით და სხვა მსგავსი საგნებით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს უკვე სწორედაც ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად? თავის მხრივ, თქვენ მიერ ახლა შემოთავაზებული ამნისტია იმ ნორმას შეეხება თუ არა, რომელიც შინაარსობრივად არის დაკავშირებული ჩემ მიერ ხსენებულ პიროტექნიკის აკრძალვასთან? ეს ხომ მიზეზ-შედეგობრივი საკითხია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ შინაარსს მიზანმიმართულად გაურბიხართ და ცდილობთ, წარმოადგინოთ, რომ ეს არის ნორმა, რომელიც არავითარ ძალადობრივ კონტექსტს არ მოიცავს და მხოლოდ იმ ადამიანებზე ლაპარაკობთ, რომლებსაც არაფერი მსგავსი არ განუხორციელებიათ. არადა,როცა ადამიანი მიდის პიროტექნიკით და "მოლოტოვის კოქტეილით" აქციაზე, მგონი, ძალიან მარტივი გასაგებია, რა მიზანი შეიძლება მას ამოძრავებდეს. თქვენ სწორედ ამ ჯგუფზე საუბრობთ ახლა, ტრიბუნიდან და მაშინ, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. თუ ეს [ინიციატივა] გამოიტანეთ, გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ დიახ, თქვენი პროექტის მიხედვით, "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას. ეს, დაახლოებით იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის რომანტიზებას და მთელი კამპანიები იყო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, ისაუბრეთ ამაზე ღიად და მერე უკვე საზოგადოება გააკეთებს შესაბამის დასკვნებს," - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა