საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ზრდისთვის საჭირო რეალურ ინსტრუმენტებს სთავაზობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო.

პროგრამა ამჯერად 22, 23 და 24 აპრილს, ზუგდიდში გაიმართება და მასში მონაწილეობას 25-მდე მეწარმე ქალი მიიღებს.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მიზანი ინოვაციური იდეების მქონე ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო კურსს და მონაწილეობას მიიღებენ ინტენსიურ ვორკშოპებში, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას გაუზიარებენ. ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს დაფინანსების მოზიდვისა და ბიზნესიდეის ეფექტიანად განხორციელებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, UNDP საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

„მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას 2022 წლიდან ვახორციელებთ და ამ დროის განმავლობაში 300-ზე მეტმა მეწარმე ქალმა გაიარა გადამზადება. პროგრამა მუდმივად ვითარდება და მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან და პრაქტიკულ თემებს - ვორკშოპებს მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა საკითხების შესახებ. ჩვენი მიზანია, თითოეულ მონაწილეს გავუზიაროთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ რეალური შესაძლებლობა, ეს ცოდნა საკუთარ ბიზნესში ეფექტიანად გამოიყენოს”, - აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა