ევროპული ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები - ჩვენი მთავრობები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფისთვის წვლილს შეიტანენ

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ავრცელებენ.

„მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის დღეს მიღწეულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას. ახლა მიზანი ომის სწრაფი და მდგრადი დასრულების მიზნით შეთანხმება უნდა იყოს. ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვისკენ მოუწოდებენ, მათ შორის ლიბანში.

„მხარს ვუჭერთ მტკიცე შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების გზით სწრაფ წინსვლას. აღნიშნულ დიპლომატიურ ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულის შედეგად სერიოზული გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჩვენი მთავრობები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფისთვის თავიანთ წვლილს შეიტანენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა