პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინისა“ და „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს. კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 0,02851 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება. ხოლო მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 3907,52 გრ. „მეფედრონის“ შემცველი ნივთიერება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა