საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაში - ტრივია დაიწყო. ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ.

მოსწავლეებს შეუძლიათ აპლიკაციაში საკუთარი სკოლის მითითება და კლასელებთან ერთად საერთო შედეგისთვის ბრძოლა. შეჯიბრების მთავარი პრინციპი ვარსკვლავებზეა დაფუძნებული: მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. სკოლის შედეგი მოსწავლეების საშუალო ვარსკვლავების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის თითოეული მოთამაშის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ლიდერბორდზე ქვეყნის მასშტაბით TOP 10 სკოლა გამოჩნდება - რაც თამაშს დამატებით მოტივაციასა და ჯანსაღ კონკურენციას მატებს.

თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

(R)

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა