მიხეილ სააკაშვილი - ირანი და მისი მოკავშირეები მორთავენ კაკაფონიას, რომ ამერიკა დამარცხდა, სინამდვილეში ეს არის ამერიკის ჯერჯერობით არასრული, მაგრამ მაინც გამარჯვება - სრული იქნება, როცა ხალხი საბოლოოდ მიამხობს რეჟიმს

სინამდვილეში დადგა ზუსტად ის შედეგები, რასაც მე ვწერ და ეს არის ამერიკის ჯერჯერობით არასრული, მაგრამ მაინც გამარჯვება. სრული იქნება, როცა ხალხი საბოლოოდ მიამხობს ამ რეჟიმს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რითაც ეხმაურება ამერიკასა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, ომიდან ამერიკა გაძლიერებული გამოვიდა, ჩინეთი და რუსეთი კი დასუსტებული.

„ირანის ომი დასრულდა ზუსტად იმ ვადებში, რომლებშიც ვივარაუდე ამ გვერდზე, ომის დაწყებისას. ახლა იწყება გრძელი პროცესი - სადღაც 6 თვიდან 1,5 წლამდე, როცა ხალხმა უნდა დაამხოს ეს უკიდურესად დასუსტებული რეჟიმი.

რა არის დღევანდელი დღისთვის გლობალური შედებები: ამ ომიდან ამერიკა გაძლიერებული გამოვიდა, ჩინეთი და რუსეთი კი დასუსტებული.

ტრამპმა აიძულა ირანი მიეღო ულტიმატუმი. ირანის ქმედუნარიანი ხელმძღვანელობა ხამენეი - მამა, ლარიჯანი, ისლამის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობა მოკლულია, ირანი დათანხმდა ბირთვული პროგრამის შეწყვეტას და რაც მთავარია ირანის ეკონომიკის დიდი ნაწილი განადგურებულია.

ირანი ჩაეშვება ეკონომიკურ წყვდიადში, რაც კიდევ უფრო მეტად გამოიყვანს რამდენიმე თვიანი შოკის შემდეგ მოსახლეობას ქუჩაში.

რუსეთი დასუსტებულია, იმიტომ რომ ნავთობის ფასი კვლავ დაეცემა. ამერიკელებს სერიოზული მსხვერპლი არ ჰქონიათ. ამერიკა გაბრაზებულია მოსკოვზე, ირანისთვის დახმარებისთვის (ამერიკის ელჩმა გაეროში, გუშინ ამხილა რუსულ-ირანული სამხედრო კავშირები).

პუტინმა დაინახა, რომ რაც არ უნდა ბუნკერში ჩაჯდეს, მისი ფიზიკური განადგურება შესაძლებელია, ასევე რუსეთის პოზიციები სპარსეთის ყურის რეგიონში საგრძნობლად შესუსტდა და რაც მთავარია ახლა ამერიკა მოიცლის უკრაინის ომისთვის.

რა თქმა უნდა, ახლა ირანი და მისი მოკავშირეები მორთავენ კაკაფონიას, რომ ამერიკა დამარცხდა, მაგრამ სინამდვილეში დადგა ზუსტად ის შედეგები რასაც მე ვწერ და ეს არის ამერიკის ჯერჯერობით არასრული, მაგრამ მაინც გამარჯვება. სრული იქნება, როცა ხალხი საბოლოოდ მიამხობს ამ რეჟიმს.

ამ ეტაპზე კარგი ისაა, რომ ამერიკა არ გაიხლართა გრძელვადიან ომში, რაზეც ოცნებობდა ჩინეთი და რუსეთი. დარჩა ასევე ნეგატიური ნალექი ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში და ეს გადასალახია. სხვა მხრივ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“,- წერს სააკაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა