სახალხო დამცველის აპარატი - 1989 წლის 9 აპრილმა მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი, შეცვალა ქვეყნის განვითარების გზა, ადამიანთა შორის ურთიერთობები და წარმოაჩინა საზოგადოების ძალა, რომელიც მზად არის წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს

1989 წლის 9 აპრილმა შეცვალა საქართველოს მომავალი. შეცვალა ქვეყნის განვითარების გზა, დამოკიდებულება სახელმწიფო ინტერესების მიმართ, შეიცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე შეფასებით, 1989 წლის 9 აპრილმა „საზოგადოების ძალა წარმოაჩინა, რომელიც მზად არის წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს და იბრძოლოს და იშრომოს თავისუფლებისათვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის“.

„1989 წლის 9 აპრილმა მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი. შეცვალა ქვეყნის განვითარების გზა, შეცვალა დამოკიდებულება სახელმწიფო ინტერესების მიმართ. შეიცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობები და წარმოაჩინა საზოგადოების ძალა, რომელიც მზად არის წინ აღუდგეს ტოტალიტარულ რეჟიმს, იბრძოლოს და იშრომოს თავისუფლებისათვის, დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის.

1989 წლის 9 აპრილის დილას საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. 21 ახალგაზრდა, ლამაზი, ენერგიული, ნათელი მომავლის იმედით სავსე ადამიანი საქართველოსთვის თავგანწირულთა დიდ არმიას შეუერთდა.

მადლობა მათ თავისუფლებისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა