პაველ ჰერჩინსკიმ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო - აქციის მონაწილეებმა ელჩი შეძახილებით: „მადლობა, მადლობა“ გააცილეს

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი მივიდა. მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

აქციის მონაწილეებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს და შეძახილების ფონზე „მადლობა, მადლობა" გააცილეს.

ცნობისთვის, მემორიალთან მანამდე სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა