9 აპრილის მემორიალთან მისულ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებსა და მერის მოადგილეებს აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

9 აპრილის მემორიალთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრები და ასევე, თბილისის მერის მოადგილეები მივიდნენ.
მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები: „რუსებო“, „მონებო!“
მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, შემდეგ კი ტერიტორია აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვეს.

























