ბექა დავითულიანი აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელმაც მას „ქვეყნის გამყიდველი“ და „რუსის მონა“ დაუძახა, ფიზიკურად დაუპირისპირდა

9 აპრილის მემორიალთან საკრებულოს წევრ ბექა დავითულიანსა და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დავითულიანი სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მან ტერიტორია დატოვა.

მანამდე დავითულიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან, წევრებთან და თბილისის მერის მოადგილეებთან ერთად მემორიალთან 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მივიდა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათ შორის ყურადღება გაამახვილა შეძახილებზე, რომელიც მოქალაქეების მხრიდან ისმოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მემორიალთან მისვლის დროს.

„უბრალოდ, ველოდი, რომ მწუხრში მაინც მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა დავითულიანმა.

დავითულიანს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავდა მისი მხრიდან საუბარი „მოქალაქეების მისამართით მენტალურ პრობლემებზე", რაზეც დავითულიანმა ასე უპასუხა: „რაც ხდება აქ... ეს არის ფსიქიკური დარღვევა“.

სწორედ მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდა მასთან სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი და მას „მოღალატე და რუსი" უწოდა.

„თქვენ ხართ, ანტიეროვნული, რუსი. ქვეყნის მოღალატე. თქვენ აქ არ უნდა იდგეთ. რუსო მონა, ქვეყნის მოღალატევ. ქვეყნის ინტერესების გამყიდველო. ილიას, ვაჟას შემარცხვენელო“, - მიმართა მეყანწიშვილმა ბექა დავითულიანს.

თავის მხრივ ბექა დავითულიანმა მარიამ მეყანწიშვილს უპასუხა, რომ მისი აზრი არ აინტერესებდა.

„თქვენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს, შეგიძლიათ მიბრუნდეთ.... კარგი, გავიგე, მიბრუნდით!. ვაიმე, ახლა იმდენს წვალობ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო და არ მოგაყენებ....გაიწიე“, - მიმართა დავითულიანმა მეყანწიშვილს.

„ხელი გაწიე, ქვეყნის გამყიდველო მონა, რუსო მონა“, - უპასუხა მეყანწიშვილმა.

„გავიგე, გადი ახლა. ვაიმე, ვაიმე, „გული მისკდება“ ისე მეშინია მაგას რომ მეუბნები“, - უთხრა დავითულიანმა მეყანწიშვილს, რა დროსაც მას ხელით შეეხო.

პარლამენტის წინა ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები და სამართალდამცველები.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა