ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს მოუსმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა და უკანონო მიგრაციის მართვის საკითხებზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა და ყურადღება სპეციალური პროგრამების შესრულებაზე გაამახვილა.

გელა გელაძემ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, საპოლიციო განათლების ახალ პროგრამებსა და ცალკეული დანაშაულის მიმართ პრევენციულ მიდგომებზე ისაუბრა.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ ნდობის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ „ნდობის ჯგუფი დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრ გელა გელაძის საქმიანობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.

„სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით ახორციელებს და მინისტრმა ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე ცალკე სასაუბრო თემა იყო საპოლიციო განათლების საკითხები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის აკადემია ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს, სადაც აკადემიის მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში სამუშაო გამოცდილების მიღებასაც შეძლებენ. ნდობის ჯგუფი სამინისტროს მიერ 2025 წელს გატარებულ საიდუმლო საქმიანობას და სპეციალური პროგრამების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს და მინისტრს და მის გუნდს წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე