მეუფე შიო - 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება

უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება - თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, უნდა მოვინანიოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, „თუ რა არის ჩვენი ხალხის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ იმისთვის, რომ მოგვეცეს წყალობა ღვთისა და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას“.

მეუფე შიოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება.

„9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ გარეგნული პირობები იყოს, რომ ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება ჩვენ, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული თავისუფლება არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი იქნება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის, რაც გინდა, არამედ ეს არის შეგეძლოს, მართო შენი თავი, რომ აკეთო ის, რაც მართებული და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება, მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება, საღვთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე, სახიფათო შეიძლება გახდეს და დამანგრეველი ადამიანის სულისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავისუფლება, პირველ რიგში, სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ!" - განაცხადა მეუფე შიომ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა