მამუკა ხაზარაძე - 37 წლის წინ, 21 გმირი შეეწირა იდეას თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ეს იყო თავგანწირვა, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება და დღეს, ჩვენი ვალია, ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად, ის უნდა იქცეს მოქმედებად

ეს თარიღები მხოლოდ ისტორია არ არის, ეს არის ეროვნული ცნობიერება, პასუხისმგებლობა და მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა,-

37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და 35 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - ეს თარიღები მხოლოდ ისტორია არ არის, ეს არის ეროვნული ცნობიერება, პასუხისმგებლობა და მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, 9 აპრილი უნდა იქცეს მოქმედებად - სახელმწიფოს გაძლიერებად, თავისუფლების დაცვად და მომავლის პასუხისმგებლიან შენებად.

„37 წლის წინ, 21 გმირი შეეწირა იდეას თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს იყო თავგანწირვა, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება ვერც დროში და ვერც პოლიტიკურ კონიუნქტურაში.

დღეს ჩვენი ვალია, ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მეხსიერებად. ის უნდა იქცეს მოქმედებად - სახელმწიფოს გაძლიერებად, თავისუფლების დაცვად და მომავლის პასუხისმგებლიან შენებად.

გვახსოვდეს, როგორ მოვედით დღემდე და ვიცოდეთ, საით უნდა წავიდეთ!“,-წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე