გიორგი ვაშაძე - ძალა ერთობაშია - ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება - ძალას, რომელიც ხელოვნურად გვათითოკაცებს, უარი უნდა ვუთხრათ

ძალა ერთობაშია - ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება - ძალას, რომელიც ხელოვნურად გვათითოკაცებს, უარი უნდა ვუთხრათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 9 აპრილის მემორიალთან, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილი არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ ამოცანას მიაღწიოს.

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს - მთავარი ეს არის 9 აპრილს, რაც უნდა ვთქვათ. 9 აპრილი არის განსაკუთრებული დღე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ მისიას და ამოცანას მიაღწიოს. გათითოკაცებული საქართველო, როგორც წესი, მარცხდება. ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთ მუშტად შევიკრათ და ჩვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის ისტორიული მისია აღვასრულოთ, რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგეს, იყოს რეგიონის ლიდერი, იყოს ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები და რაც მთავარია, გამთლიანებული. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხისთვის დღეს იქნება ის, რომ ძალა ერთობაშია. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება. ძალას, რომელიც ხელოვნურად გვათითოკაცებს, უნდა ვუთხრათ უარი. მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ ერს შეუძლია მიაღწიოს საბოლოო შედეგს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე