მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ ოფისში პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა

მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ ოფისში პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვის პოლიცია მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებისა და გადაცემის საქმეს იძიებს.

„შეგროვებული მასალების საფუძველზე, 10 მარტს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პერსონალური მონაცემების შემცველი კომპიუტერული ინფორმაციის უკანონო გამოყენების, გადაცემის, შეგროვებისა და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. საინფორმაციო საშუალებებისა და ინტერნეტის მონიტორინგის შედეგად პოლიციამ დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ნეგატიური შინაარსის საინფორმაციო სტატიებისა და მასალების მომზადებისას პერსონალური მონაცემების შემცველი საინფორმაციო რესურსები გამოიყენება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ იმ პირების ვინაობა დაადგინეს, რომლებმაც პერსონალური მონაცემები უკანონოდ მოიპოვეს.

მანამდე, გამოცემამ საკუთარ „ტელეგრამის“ არხზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ რედაქციაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 2022 წელს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის „როსკომნადზორის“ სარჩელის საფუძველზე „ნოვაია გაზეტას“ რუსეთში მედია ლიცენზია გაუუქმა. 2023 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოცემის მთავარი რედაქტორი, დიმიტრი მურატოვი, უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა