„ოპოზიციის ალიანსი“ - საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში - თავისუფლების და მშვიდობის დასაცავად სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი

„ოპოზიციის ალიანსი“ აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის „ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში“.

როგორც განცხადებაშია აღინიშნული, 35 წლის წინ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით გადაწყდა საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ერთსულოვანმა ნებამ უნდა გადაარჩინოს დამოუკიდებლობა „ოლიგარქი ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან - ახლა!“

განცხადებაში ოპოზიცია მიუთითებს, რომ თავისუფლების და მშვიდობის დასაცავად „სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი“, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან „იზოლაციაში მოაქცია“.

„9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა.

ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გმირული თავგანწირვითა და ბრძოლით დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად დაასრულეს საბჭოთა ოკუპაცია.

ამ დღის შემდეგ გადატყდა საბოლოოდ კომუნისტური პარტია საქართველოში და დაიწყო მზადება ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად.

და საბოლოოდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს 3.3 მილიონმა მოქალაქემ ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით გადაწყდა საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა 35 წლის წინ და ქართველი ხალხის ერთსულოვანმა ნებამ უნდა გადაარჩინოს დამოუკიდებლობა ოლიგარქი ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან - ახლა!

საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ვერ გადარჩება ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში.

საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება, თუ ის სრულად დაუცველი, მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ. თავისუფლების და მშვიდობის დასაცავად სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში მოაქცია.

სწორედ ამიტომ, ალიანსი მასშტაბურ შეკრებას ვაანონსებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რათა 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის მსგავსად, დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ეროვნული მობილიზაციის პროცესი დავიწყოთ, რომელიც საბოლოოდ წააქცევს მოღალატე რეჟიმს და დააბრუნებს ქვეყანას განვითარების ისტორიულ გზაზე.

შემოგვიერთდით - გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“, - წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე