ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთში ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებაზე - გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ - ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში გავაკეთეთ? არა, რამდენიმეში და ეს წარმატებაა

გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ. ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში გავაკეთეთ? არა, რამდენიმეში და ჩემი აზრით, ეს წარმატებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ექსპერტები გაგზავნა, მათ შორის, დრონების გამანადგურებელი სისტემებისა და რადიოელექტრონული ომის სპეციალისტები.

„ზოგიერთ ქვეყანას ვაჩვენეთ, თუ როგორ უნდა იმუშაონ დრონების გამანადგურებლებთან. გავანადგურეთ თუ არა ირანული „შაჰედები“? დიახ, გავანადგურეთ. გავაკეთეთ თუ არა ეს მხოლოდ ერთ ქვეყანაში? არა, რამდენიმეში და ჩემი აზრით, ეს წარმატებაა. ეს ეხებოდა არა სასწავლო მისიას ან წვრთნებს, არამედ მხარდაჭერას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაში, რომელიც რეალურად იმუშავებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების ჩამოგდებაც შეძლო.

„ეს ძალიან კარგი სიგნალია, ვფიქრობ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს მუშაობს. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის დავიწყებთ დრონების გამანადგურებლების მასობრივ წარმოებას, რომლებიც გაანადგურებენ რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის