მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრისა და ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს