დონალდ ტრამპი - ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს

ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი ადმინისტრაცია მზადაა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეკონომიკური სიძლიერე გამოიყენოს, როგორც ეს წარსულში ჩვენი დიდებული მოკავშირეებისთვის გაგვიკეთებია, თუ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინვესტიცია ჩავდოთ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა წარმოქმნის“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 აპრილს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის