აშშ-თან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

აშშ-თან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფს დღეს შუადღისას შეხვდება.

ირანის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს, გუშინ საღამოს პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან მოლაპარაკებები გამართა.

ამასთან, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა