ირანი აცხადებს, რომ ომის დროს 3 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ასობით ბავშვი

ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს 3 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სასამართლო სისტემის დაქვემდებარებაში მყოფი ირანის სამართლებრივი მედიცინის ორგანიზაციის განახლებული მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 3 375 ადამიანის ცხედარი. ო

რგანიზაციის შეფასებით, დაღუპულებს შორის 2 875 მამაკაცია და 496 ქალია. ყველაზე მაღალი მსხვერპლი დაფიქსირდა თეირანის, ჰორმოზგანისა და ისფაჰანის პროვინციებში. მყოფი ირანის სამართლებრივი მედიცინის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ასობით ბავშვია.

ორგანიზაციის მონაცემებით, შვიდი გარდაცვლილი ერთ წლამდე ასაკის ჩვილია, 255 -1-დან 12 წლამდე ბავშვი, ხოლო 121 - 13-დან 18 წლამდე მოზარდი. დაღუპულებს შორის ასევე არიან ავღანეთის, სირიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ერაყისა და ლიბანის მოქალაქეები.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს