პიტერ მადიარი - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, ფრთხილი ოპტიმიზმით

ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ბემის სანაპიროსა და ანჯელო როტას სანაპიროს გასწვრივ “ტისას“ მიერ შედეგების დაკვირვების ღონისძიება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა.

„ყველას გიწვევთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხიარულება მთელი პროცესის განმავლობაში და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!“- წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მადიარმა მადლობა გადაუხადა უნგრელებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მიუხედავად იმისა, ვის მისცეს ხმა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, ფრთხილი ოპტიმიზმით“, - აღნიშნა მადიარმა.

შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა