ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრეთმა ევროპა აირჩია - ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს!

უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, უნგრეთი ევროპულ გზას უბრუნდება და ევროკავშირი ძლიერდება.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა: "ევროპის გული დღეს ღამით უნგრეთში უფრო ძლიერად სცემს".

ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, პარტია „ტისა“ ლიდერობს. ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს.

ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა