პედრო სანჩესი - დღეს ევროპა იმარჯვებს - მოუთმენლად ველი პიტერ მადიართან მუშაობას

დღეს ევროპა იმარჯვებს და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ისტორიული არჩევნების ჩატარებას, - ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„მოუთმენლად ველი პიტერ მადიართან მუშაობას ყველა ევროპელისთვის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.

ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა